უანგარო სიკეთე, უსახელო გმირობა, ქვაზე დადებული მადლი — ეს არის ადამიანობა.
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენს და რამდენჯერ გითქვამთ დანანებით, წახდა ხალხი, ადამიანობა დაკარგაო?
და ეს იმიტომ, რომ ადამიანის ბოროტ მხარეს ხშირად ვაწყდებით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თითო ბოროტ კაცზე, სულ ცოტა, ერთი კეთილი მოდის, სრულიად უცნობიც კი, რომელიც ისე გამოგიწვდით დახმარების ხელს, არც დაფიქრდება, იქნებ თავად ვიგდებ თავს საფრთხეშიო. და რაოდენ სასიხარულოა, რომ ასეთი ხალხი იყო, არის და კვლავაც იქნება ჩვენ გარშემო, ხალხი, რომელთაც მუდამ ემახსოვრებათ, რომ ისინი ადამიანები არიან!