ერევანში csto-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება

© photo: Sputnik / Asatur Esayancსომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსულტაციების დროს მხარეები განიხილავენ csto-ს ზოგიერთ კონცეპტუალურ დოკუმენტს, ასევე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კოორდინაციის საკითხებს, აღნიშნეს csto-ში.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ერევანში 19 აპრილს csto-ს (კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კოორდინაციის საკითხებს განიხილავენ, იუწყება ორშაბათს ორგანიზაციის პრეს-სამსახური.

პრეს-სამსახურის მონაცემებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე არა ბადალიანი, ხოლო კონსულტაციებზე თანათავმჯდომარე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი იქნება.

„კონსულტაციების დროს განხილული იქნება csto-ს ზოგიერთი კონცეპტუალური დოკუმენტი, ასევე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური საქმიანობა“, — აღნიშნულია csto-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Csto 1992 წლის 15 მაისს დააფუძნეს სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სახელმწიფოს მეთაურებმა. მოგვიანებით მას შეუერთდნენ აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველო.

შეთანხმების საკვანძო პუნქტის თანახმად, თუ ორგანიზაციის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს მიმართ სხვა სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი აგრესიას განახორციელებს, ეს შეთანხმების ყველა მონაწილის მიმართ აგრესიად განიხილება.

Csto-ს მონაწილეთა ახალი შემადგენლობა სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერით 1999 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად ორგანიზაციას სწორედ ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0