„ტოტალური კარნახი“ ორმოცამდე ადამიანმა დაწერა. იხილეთ Sputnik–ის ვიდეო, როგორ ტარდებოდა კარნახი თბილისში.
ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ რუსულ ენაში წელს მესამედ გაიმართა საქართველოში. მასში 88 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა კარნახი მხოლოდ 35 კაცმა დაწერა, დანარჩენმა 53–მა კი ტესტირება გაიარა რუსულ, როგორც უცხო ენაში.
აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი — მათ „ტოტალური კარნახის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ, აცნობეს Sputnik–ს ორგანიზატორებმა.
კარნახზე წერეს ნაწყვეტი საბავშვო მწერლის, ანდრეი უსაჩოვის ახალი წიგნიდან „Этот древний-древний-древний мир!“
მოკარნახე საქართველოში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პუშკინის მედლის ლაურეატი ნატალი ბასილაია გახლდათ.