თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდის პროგნოზი2016 და 2017 წლებისთვის 2.5% და 4.5%-მდე შეამცირა, ასე გამომდინარეობს ფონდ World Economic Outlook–ის რეგულარულ მიმოხილვიდან.
ეკონომიკურ ზრდას ძირითადად საგარეო ფაქტორები უშლის ხელს. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება უარყოფითად აისახება საქონლის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე.
სსფ–ის წინა მოხსენებაში 2016 წელს საქართველოში მთლიანი შიდაპროდუქტის 3%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, ხოლო 2017 წელს — 5%-იანი ზრდა.
რაც შეეხება ინფლაციას, სსფ მიმდინარე წელს საქართველოში 4.3%-ს, ხოლო 2017 წელს 4.5% ინფლაციას ვარაუდობს.
შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 2016 წელს 5%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი 4%–იანი ინფლაციიდან გამომდინარეა გათვლილი.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სსფ–ის პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდის კუთხით ანალოგიური ვითარებაა.
2016 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა გასულ წელთან შედარებით.