სოხუმში დეპუტატის მანქანის აფეთქება ტერორისტულ აქტად შეფასდა

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშისოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთის დე–ფაქტო პროკურატურამ დეპუტატ ალმაზ ჯოპუას ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სოხუმში პარტია „აინარის“ ლიდერის, დეპუტატ ალმაზ ჯოპუას ავტომობილი აფეთქება არაღიარებული რესპუბლიკის პროკურატურამ ტერაქტად შეაფასა და სისხლის სამართლის საქმეც ამ მუხლით აღძრა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აფეთქება სოხუმში 16 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დეპუტატის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ამოქმედდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და ასევე დაზიანდა ავტოსადგომზე პარკირებული რამდენიმე მანქანა.

გასულ კვირას ჯოპუას პარტიამ იმ კანონ–პროექტის შეჩერება მოითხოვა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას ეხება, და რომელსაც ადგილობრივების ნაწილი ეწინააღმდეგება.

ყველა ახალი ამბავი
0