პოლიციამ სოფელ ჯვარის მკვიდრი იარაღის შენახვისთვის დააკავა

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ჯვარის ადრე ნასამართლევ მკვიდრს „ჩე-ზე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ჩამოართვეს. დაკავებული ბრალს აღიარებს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სოფელ ჯვარში მცხოვრები, ადრე ნასამართლევი გიორგი ფ. რომელიც 1979 წელსაა დაბადებული, საკუთარ სოფელში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა ედება.

„სამართალდამცველებმა, გიორგი ფ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ჩე-ზე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0