პეტერბურგულმა დასმა თბილისში „ანა კარენინა“ ჩამოიტანა

გამოწერა

ბორის ეიფმანის საბალეტო თეატრის დასის დადგმას „ანა კარენინა“ თბილისში დიდი წარმატება ხვდა წილად. იხილეთ Sputnik–ის ვიდეო სპექტაკლიდან.

ბორის ეიფმანის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი სანქტ–პეტერბურგიდან ბოლო წლებში საქართველოს ხშირი სტუმარია. 2007 წელს დასმა თბილისში „რეკვიემი“ და „მუსაგეტი“ წარმოადგინა, ხოლო 2013 წელს — დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ მიხედვით დადგმული ბალეტი „ცოდვის მეორე მხარეს“.

წელს კი თეატრმა თბილისში „ანა კარენინა“ ჩამოიტანა, რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი მოიხიბლა მოცეკვავეთა რბილი და დახვეწილი მოძრაობებით.

„ისეთ მაყურებელთან ჩამოსვლა, რომელიც ასეთი სიხარულითა და სითბოთი გხვდება და შენს ხელოვნებას აფასებს, რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა“, — აღნიშნა Sputnik-თან საუბარში ბორის ეიფმანმა.

ყველა ახალი ამბავი
0