დაღუპული სამხედროების შვილების წარმოდგენა ნატოს კვირეულის ფარგლებში

© საქართველოს თავდაცვის სამინისტროღონისძიება "ბრიტანულ კუთხეში"
ღონისძიება ბრიტანულ კუთხეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების მონაწილეობით ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრ „ბრიტანული კუთხეში“ ღონისძიება გაიმართა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. აგვისტოს ომსა და სხვა საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების შვილებმა, ნატოს კვირეულის ფარგლებში,  მშვიდობის თემაზე  წარმოდგენა ინგლისურ ენაზე გამართეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე — ოჯახთან ერთად. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები.

„დავით ებრალიძემ დაღუპული სამხედროების შვილებისთვის ინგლისური ენის სწავლების გამო დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და  ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ „ბრიტანულ კუთხეს“ მადლობა გადაუხადა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ებრალიძის განცხადებით, ეს დიდი მხარდაჭერაა სამხედროების ოჯახებისა და თავდაცვის სამინისტროსათვის.

ღონისძიება ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ „ბრიტანული კუთხისა“ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები „ბრიტანულ კუთხეში“ ინგლისურ ენას უკვე მეორე წელია სწავლობენ.  პროექტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და  ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ „ბრიტანული კუთხის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0