თბილისში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭება

© photo: Sputnik / Юрий Сомовკოტე მახარაძე
კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ცნობილ ქართველ მსახიობს, ჟურნალისტსა და სპორტულ კომენტატორს კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა, ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ქართველი მსახიობის, ჟურნალისტისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის სახელი მიენიჭება.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

წელს კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. როგორც Sputnik-ს კოტე მახარაძის მოსწავლემ, სპორტული რადიო „ჯაკოს“ დირექტორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა განუცხადა, იუბილესთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, გამოფენები, სპორტული ტურნირები და თეატრალური წარმოდგენებია დაგეგმილი.

„ბედნიერი ვარ, რომ მისი მოსწავლის სტატუსს ოფიციალურად ვატარებ. მომავალ თაობას ჩვენ მისი უნივერსალურობა უნდა ვაჩვენოთ. კოტე მახარაძე არა მარტო მსახიობი, არამედ კომენტატორი იყო, რომელსაც რუსმა კოლეგებმაც კი მე-20 საუკუნის საუკეთესო კომენტატორი უწოდეს. მისი ფრთიანი გამონათქვამები კი ხალხის მეხსიერებას დღემდე შემორჩა“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან

კოტე მახარაძე იყო პიროვნება, რომელიც მომავალ თაობებს უნდა ახსოვდეთ. სპორტის, თეატრისა და კინოს მოყვარულებისთვის ის განუმეორებელი და შეუდარებელია, ხაზგასმით აღნიშნა ხუხაშვილმა.

„ჩვენ ასეთი დიდი პიროვნების სახელს პატივი უნდა ვცეთ. ჟურნალისტები, კომენტატორები, მსახიობები, თავისი საქმის ყველა პროფესიონალი ვალდებულია მომავალ თაობას კოტე მახარაძის გენიალური ცხოვრების ისტორია გადასცეს. ის ბევრს იმსახურებს“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

მთაწმიდის რაიონში ქუჩა, რომელსაც კოტე მახარაძის სახელი მიენიჭება, დიდი არაა, მით უმეტეს, ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც აუცილებლად ყველა გაივლის, დასძინა სპორტულმა კომენტატორმა.

ქუჩა იმ სახლთან ახლოს მდებარეობს, რომელშიც კოტე მახარაძე სოფიკო ჭიაურელთან ერთად რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა. იქ მდებარეობს „ერთი მსახიობის თეატრი“, რომლის მხატვრული ხელმძღვანელი და მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მახარაძე.

1957-1997 წლებში კოტე მახარაძე სპორტული კომენტატორი იყო. 1958 წელს მას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1966 წელს — საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0