საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი, უკრაინა, ინდონეზია, ტაილანდი და ესტონეთი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილე ქვეყნები არიან, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ 14-16 აპრილს მიმდინარეობს.
„ექსპო–ჯორჯიაში“ სხვადასხვა ეროვნების სიმღერის, ენისა და კულტურის ნაზავია წარმოდგენილი. თითოეული ქვეყანა საკუთარი სამშობლოს უკეთესად წარმოჩენას ცდილობს და მისი უნიკალურობის შესახებ მოგვითხრობს.
პირველი ორი დღის განმავლობაში გამოფენა ასობით ადამიანმა მოინახულა, რომელთა შორისაც იყვნენ ბიზნესმენები, ტუროპერატორები, გიდები, რიგითი თბილისელები და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.
საქართველო — დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა და აუცილებელია მისის განვითარება და სწორად გამოყენება. სწორედ ეს შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზებასა და ეკონომიკურ ზრდას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავით ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სტრატეგია, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წელიწადში სტუმრების რაოდენობა 5,9 მილიონიდან 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.