მასმედია: საქართველოს მოქალაქე გოგონა დუბაიში გარდაცვლილი იპოვეს

დუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქის შიშველი სხეული სასამართლოს შენობის მახლობლად იპოვეს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. დუბაიში საქართველოს მოქალაქის შიშველი გვამი იპოვეს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს, იუწყება რადიოსადგური  „პირველი რადიო“

გოგონას შიშველი სხეული სასამართლოს მახლობლად იპოვეს. იქვე იპოვეს საქართველოს ერთი მოქალაქე გოგონა, რომელიც უგონოდ იყო და რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 

სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს გოგონასგან გაეგოთ მომხდარის დეტალები, რადგან, საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, იგი მხოლოდ ქართულად საუბრობდა. 

მომხდარის შესახებ იციან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა ოფიციალურად ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ, რადგან ამის შესახებ ღია წყაროებიდან შეიტყვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия. 


ყველა ახალი ამბავი
0