სააკაშვილი: კოლომოისკი პოროშენკოსგან ჩემ გათავისუფლებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინის პრეზიდენტისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი მისი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

„ეს იმ ადამიანთა საყურადღებოდ, რომლებიც სვამენ კითხვას, რას ვაკეთებდით მე და ჩემი გუნდი ოდესაში — მინიმუმ, არ დავუშვით ოლიგარქიული და ბანდიტური თავგასულობა“, — დაწერა მან „ფეისბუქის“ გვერდზე.

სააკაშვილის გუნდმა ორშაბათს უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მათ პირობებს არ შეასრულებენ, ისინი გადადგებიან. მათ უმაღლეს რადას მოუწოდეს, არ უყარონ კენჭი მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას და მთავრობის ჩამოყალიბების გამჭვირვალე პროცესი დაიწყონ.

ყველა ახალი ამბავი
0