შაბათ-კვირას საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Asatur Esayantsთბილისში წვიმს
თბილისში წვიმს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს ჩამოყალიბებული მზიანი ამინდი შაბათს ძლიერი ქარით და წვიმით შეიცვლება. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჭექაქუხილი იქნება. გამოდარება მხოლოდ ორშაბათს არის მოსალოდნელი.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. შაბათ-კვირას ძლიერი ქარი და წვიმები საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე ნინო წვერავაზე დაყრდნობით.

შაბათს საქართველოში ჭექაქუხილი იქნება

შაბათს, 16 აპრილს, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ძლიერი წვიმა ჭექაქუხილით არის მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ/წამს მიაღწევს, ზოგიერთ რაიონში კი-20-25.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამე  ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი ზოგან წვიმა ჭექაქუხილით, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. ქარის ძალა აღმოსავლეთით 30 მეტრ/წამში მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით-10-15. მაღალ მთაში ღამით 1-6 გრადუსი სითბო, დღისით 2-7.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 8-13 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-15-20. მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 2-7.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ქარი სიჩქარე 20-25 მ/წმ იქნება, ზოგჯერ შეიძლება 30-მდე გაძლიერდეს. ღამით 11 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 17.

წვიმები კვირასაც არ შეწყდება

კვირას, 17 აპრილს, საქართველოს  როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით წვიმაა მოსალოდნელი. ქარი დასავლეთით 10-15 მ/წმ სიჩქარით დაუბერაბს, აღმოსავლეთით კი, მათ შორის თბილისში, 20-25 მ/წმ მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით 5-10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 18-23. მაღალ მთაში იქნება მინუს 2 პლიუს 3, დღისით 11-16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლიუს 6-11,დღისით 17-22 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალიდნელია მინუს 2,პლიუს 3,დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით უნალექოდ. ღამით მოსალოდნელია 10 გრადუსი სითბო, დღისით 19.

ორშაბათს ამინდი გაუმჯობესდება, ქარი ჩადგება.

ორშაბათს, 18 აპრილს, მთელს საქართველოში გამოიდარებს. როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით, მათ შორის თბილისში, ქარი ჩადგება 10-15 მ/წმ-მდე.

ღამით დასავლეთ საქართველოში დაბლობში 6-11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 20-25. მაღალ მთაში ღამით მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი იქნება, დღისით 12-17.

საქართველოს აღმოსავლეთით ღამით 4-9, დღისით 20-22 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 2, პლიუს 3, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით 7, დღისით 23 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0