თბილისის ტურისტულ გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორები ეწვივნენ

გამოწერა

თბილისში გამართულ ტურისტულ გამოფენა Caucasus Tourism Fair CTF 2016-ში რვა ქვეყანა მონაწილეობდა.  Sputnik-ი გამოფენის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

„აბრეშუმის გზის“ ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულმა გამოფენამ Caucasus Tourism Fair CTF 2016 რვა ქვეყანა და ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული ასზე მეტი კომპანია შეკრიბა.

საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი, უკრაინა, ინდონეზია, ტაილანდი და ესტონეთი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილე ქვეყნები არიან, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ 14-16 აპრილს მიმდინარეობს. 

„ექსპო–ჯორჯიაში“ სხვადასხვა ეროვნების სიმღერის, ენისა და კულტურის ნაზავია წარმოდგენილი. თითოეული ქვეყანა საკუთარი სამშობლოს უკეთესად წარმოჩენას ცდილობს და მისი უნიკალურობის შესახებ მოგვითხრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0