საქართველოში სიყვარულის დღის აღნიშვნის ინიციატივა ქართულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ბესო ჩუბინიძეს ეკუთვნის. 90-იანი წლების ბოლოს სიყვარულის დღე პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.
ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს, ყვავილების ლამაზ თაიგულებს ჩუქნიან და სასიამოვნო სიურპრიზებით ულამაზებენ დღეს.
15 აპრილს საქართველოში უამრავი თაიგული იყიდება, რომლებსაც, სხვადასხვა სუვენირთან ერთად, შეყვარებული გოგონები იღებენ.