საქართველოში მალტის დროშით მცურავი კიდევ ერთი გემი დააკავეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანს ფეკალური მასის ჩაღვრისთვის, დაახლოებით, 39 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს წყლებში მალტის დროშით მცურავი კიდევ ერთი გემი დააკავეს, ამჯერად ფეკალური მასის ჩაღვრისთვის, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ინციდენტი ბათუმის პორტში მოხდა.
გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა. მას ასევე 22 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა — ეს გარემოსთვის მიყენებული ზარალის თანხაა.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც კაპიტანი მასზე დაკისრებულ თანხებს გადაიხდის.
მანამდე მალტის დროშით მცურავი კიდევ ერთი გემი BAKAN-ი ფოთში მარტის თვეში დააკავეს. მოძრაობის წესების დარღვევისთვის გემის კაპიტანი, თურქეთის მოქალაქე 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ყველა ახალი ამბავი
0