თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანმანათლებლო გამოფენის სტუმრები უცხოეთის სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან პირდაპირ ურთიერთობას შეძლებენ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თბილისში 17 აპრილს განათლების ერთდღიანი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება მათთვის, ვისაც სურს სწავლა აშშ-სა და ევროპაში, საზაფხულო სკოლებში მოხვედრა ან სხვადასხვა სასწავლო პროგრამის გაცნობა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, მალტის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

„ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებით ან სტაჟირების შესაძლებლობით, გეძლევათ უნიკალური შანსი, პირისპირ გაესაუბროთ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე“, — აღნიშნულია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენა სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ვებ-გვერდზე.

პირველი საგანმანათლებლო საერთაშორისო გამოფენა თბილისში 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა.

გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.

ყველა ახალი ამბავი
0