ზაზა ფაჩულია და „დალას მავერიქსი“ NBA-ს ფლეი-ოფზე გავიდნენ

© facebook.com/NBA.Georgiaზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფლეი-ოფის რაუნდში გუნდის პირველი მოწინააღმდეგე რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ტეხასის გუნდი „სან-ანტონიო სპერსი“ იქნება.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და „დალას მავერიქსის“ მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ მის გუნდთან ერთად NBA-ს ფლეი-ოფზე თამაშის უფლება მოიპოვა, იუწყება ასოციაციის ოფიციალური გვერდი.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი „დალასმა“ გასვლაზე „იუტა ჯაზს“ მოუგო ანგარიშით 101:92 და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილი გაიმყარა, რაც ფლეი-ოფის რაუნდზე საგზურს იძლევა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გავიდა და მოედანზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან 5 ქულა დააგროვა, 9 ბურთი მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მიმდინარე სეზონის ფლეი-ოფის პირველ რაუნდში „დალასი“ მატჩს რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან „სან-ანტონიო სპერსთან“ გამართავს. 

ფლეი-ოფის მატჩებში ფაჩულიას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა „ატლანტა ჰოუკსის“ რიგებში ყოფნის დროს, რომლის სახელითაც რვა წლის განმავლობაში გამოდიოდა. ამ გუნდის შემადგენლობაში ფაჩულიას უმაღლესი მიღწევაა კონფერენციის სამი ნახევარფინალი.

ყველა ახალი ამბავი
0