საბჭოთა კავშირი და იაპონია ნეიტრალიტეტის შესახებ პაქტს აწერენ ხელს

გამოწერა

იაპონია-საბჭოთა კავშირის ორმხრივი ნეიტრალიტეტის შთანხმება მოსკოვში 75 წლის წინ, 1941 წლის 13 აპრილს დაიდო.

1941 წლის გაზაფხულზე მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსუკი მაცუოკა ჩავიდა.

1941 წლის 13 აპრილს სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივანთან იოსებ სტალინთან საუბრის შემდეგ კრემლში სადღესასწაულო ვითარებაში მაცუოკამ ორ სახელმწიფოს შორის ნეიტრალიტეტის პაქტს მოაწერა ხელი.

საბჭოთა კავშირის მხრიდან კი დოკუმენტს ხელი სახკომსაბჭოს თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოაწერა.

ამ შეთანხმებამ საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა დაეცვა აღმოსავლეთ საზღვრები.

ყველა ახალი ამბავი
0