მსოფლიოში როკ-ენ-როლის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიპოლ მაკარტნის კონცერტი
პოლ მაკარტნის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მთელ მსოფლიოში როკ-ენ-როლის დღეს აღნიშნავენ. მუსიკოსმა ვასილი ხრუშოვმა Sputnik-ის მკითხველებს ამ მუსიკალური მიმართულების შესახებ მოუთხრო.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik.  დღეს მთელ მსოფლიოში როკ-ენ-როლის დღეს (World Rock-n-roll Day)-თანამოაზრეთა დღესასწაულს- აღნიშნავენ, რომელთათვის როკ-ენ-როლი არა მარტო მუსიკა, არამედ ცხოვრების სტილი და წესია. დღესასწაულის თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ: 62 წლის წინ ამერიკელმა მუსიკოსმა ბილ ჰეილიმ კომპოზიცია Rock Around The Clock  ჩაწერა, რომელიც როკ-ენ-როლის არსებობის ათვლის წერტილი გახდა.

როგორც ჯგუფ Green Spirit-ის ვოკალისტი და გიტარისტი ვასილი ხრუშოვი Sputnik ესტონეთს-ს უყვება, როკ-ენ-როლი-ეს არის მუსიკა საოცარი ენერგეტიკით, ეს მუდამ ახალგაზრდა და მუდამ ნორჩი მუსიკაა, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები უსმენენ და ის მათ გულებში გამოძახილს პოულობს. თვითონ მუსიკოსისთვის როკ-ენ-როლი-მთელი მისი ცხოვრებაა.

“სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის მოვუსმენ ამ მუსიკას. იმიტომ რომ მუსიკა, განსაკუთრებით ასეთი, ეს სიხარულია. თითქოს ვიღაცა ზემოდან გეუბნება შენ: “მიდი, ბიჭო, დაუკარი!“ და შენ ისვ და ისევ გინდა დაუკრა როკ-ენ-როლი“,- გაგვიზიარა თავისი გულისნადები ხრუშოვმა.

როკ-ენ-როლს ყოველთვის მოუსმენენ!

ვასილის სიტყვებით, ასეთ მუსიკალურ მიმართულებებს, როგორიცაა როკ-ენ-როლი და ბლუზი, ყოველთვის მოუსმენენ, იმიტომ, რომ ეს მუსიკა სრულიად განსაკუთრებულ ემოციებს და განსაკუთრებულ განწყობას ანიჭებს. რა თქმა უნდა,როკ-ენ-როლი და კლასიკური რითმ-ენდ-ბლუზი ახლა ისეთი პოპულარულები არ არის, როგორც თავის „ოქროს ხანაში“, მაგრამ Green Spirit-ის მუსიკოსები უკრავენ იმას, რაც პირველ რიგში მოსწონს მათ, ამბობს ხრუშოვი.

„ჩვენთვის არ არის საინტერესო, რას „უსმენენ ყველანი“, ჩვენ მოდას არ მივსდევთ, და თუ კი როკ-ენ-როლს თუნდაც ერთეულები მოუსმენენ, ჩვენ ამ მუსიკას მაინც დავუკრავთ და მოვუსმენთ. როკ-ენ-როლი ცოცხალია!“- ირწმუნება მუსიკოსი.

დღეს სუფთა როკ-ენ-როლს ცოტა ვინმე თუ უკრავს, Green Spirit-ის სიმღერების უმრავლესობაც სხვა სტილების ზეგავლენით არის შექმნილი: როკაბილი, როკის ან პანკ-როკის. ჯგუფ Green Spirit-ის სტილზე და მიმართულებაზე ზეგავლენა შემდეგმა მუსიკოსებმა მოახდინეს:  Chuck Berry, Jimi Hendrix, The Doors, Jefferson Airplane და Canned Heat. თვითონ ვასილის კიტ რიჩარდსის(The Rolling Stones) გიტარაზე დაკვრის სტილი მოსწონს. მუსიკოსს მიაჩნია, რომ დაკვრის მის სტილში  ნამდვილი შარმი არის, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო იმატებს.

ჯგუფ Green Spirit-ის შექმნის ისტორია

მუსიკალური ჯგუფი Green Spirit ჯერ კიდევ 2001 წელს ჩამოყალიბდა. ვასილი ამბობს, რომ როკ-ენ-როლის და უფრო ნელის რითმ-ენდ-ბლუზის სტილის მუსიკის დაკვრა მათთვის საინტერესო იყო კარიერის დასაწყისიდანვე.

მუსიკოსის სიტყვებით, ნებისმიერი ჯგუფისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია არავის არ მიბაძოს, თავისი საკუთარი სტილისა და ხმოვანების შექმნა. შეიძლება ეს აკეთო  „როგორც სხვები“, მაგრამ შეიძლება ისე ორიგინალურად დაუკრა, რომ ადამიანები იტყვიან-აი ასეთი სტილით მართლა არავინ არ უკრავს, მიაჩნია ხრუშოვს.

როკ-ენ-როლის აღორძინების ისტორია

როკ-ენ-როლის მიმართულების ერთ-ერთი დამაარსებელი ლეგენდარული ელვის პრესლი იყო, რომელმაც მალე მოიპოვა პოპულარობა და ბევრისთვის კუმირად იქცა, ხოლო მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანებისათვის მისი ჩაცმის სტილი, მოძრაობები და მანერები მიბაძვის საგნად იქცა.

როკ-ენ-როლის განვითარებაში თავისი წვლილი The Rolling Stones, The Beatles, AC/DC ჯგუფებმა და სხვა შემსრულებლებმა შეიტანეს, რომლებსაც დღემდე ვიცნობთ და გვიყვარს. დღეს როკ-მუსიკას უამრავი მიმართულება და სტილი გააჩნია: მსუბუქი საცეკვაო როკ-ენ-როლიდან აგრესიულ გრაინდკორამდე.

ყველა ახალი ამბავი
0