მასმედია: 18 წლის თბილისელმა თავი ჩამოიხრჩო

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია საქმეს „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით იძიებს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში 18 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ბიზნესმენის ვაჟმა თავი ჩამოიხრჩო, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ახალგაზრდამ თავი გასულ ღამეს თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩამოიხრჩო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სს კოდექსის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. დამნაშავეს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0