14 აპრილიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
ბოევიკი სუპერგმირზე „პირველი შურისმაძიებელი: დაპირისპირება“ (Captain America: Civil War) — ფილმი კომიქსების პერსონაჟის მარველის თავგადასავლების შესახებ — ესაა ფილმის „პირველი შურისმაძიებელი: სხვა ომი“ სიკველი. სურათის სიუჟეტით, მთავრობა ყველა ადამიანის ქცევების განსაკუთრებულობების მიხედვით რეგულაციებს იწყებს. ტონი სტარკი მხარს უჭერს ახალ კანონს, ხოლო სტივ როჯერსი მასში სამოქალაქო უფლებების დარღვევას ხედავს. ეს სამოქალაქო ომსა და შურისმაძიებელთა შორის გარდაუვალ განხეთქილებას იწვევს. მთავარ როლებში არიან კრის ევანსი, რობერტ დაუნი-უმცროსი და სკარლეტ იოჰანსონი.
უნგრული დრამა „საულის ვაჟი“ (Saul fia) — მას საზღვარგარეთის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიენიჭა. ფილმში მოქმედება 1944 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვითარდება. საულ აუსლანდერი ებრაელი ტყვე და ზონდერჯგუფის წევრია. მისი სამუშაო ბანაკში უწყვეტად შემომავალი პატიმრების მოკლე გზაზე გაცილებაა. ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც გაზის კამერაში იხოცებიან, საული საკუთარ ვაჟს ამოიცნობს და გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი ცხედარი ყველა წესის დაცვით დაკრძალოს. დრამაში მთავარი როლი არაპროფესიონალმა მსახიობმა გეზა რიორიგმა შეასრულა.
„ცათამბჯენი" (High-Rise) ბრიტანელი რეჟისორის ბენ უიტლის ფილმია, რომელიც ჯეიმს ბალარდის 1975 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ახალგაზრდა ექიმი რობერტ ლენგი ცათამბჯენში სახლდება, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებისგან იზოლირებული არიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ. მაგრამ შური, მეტოქეობა, მწვავე შეგრძნებების წყურვილი ცათამბჯენის მცხოვრებლებს შორის თანდათან ღია მტრობას აჩენს და მათ შორის საუკეთესოებსაც კი ზნეობის კანონებს ავიწყებს.
გასულ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), ილია ნაიშულერის ფანტასტიკური ბოევიკი „ჰარდკორი“ (Hardcore), „არწივი ედი“ (Eddie the Eagle) და დრამა ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფ იზაბელ რიდზე „ბომბზე უფრო ხმამაღლა“ (Louder Than Bombs).
თბილისის კინოთეატრებშია დრამატული ტრილერი „დიგნიდადის კოლონია“ (Colonia), ტრილერი „კლოვერფილდი, 10“ (10 Cloverfield Lane) და ბოევიკი „ლონდონის დაცემა“ (London Has Fallen).
გარდა ამისა, ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ პაროდიული შპიონური ექშენი „ძმები გრიმსბიდან“ (Grimsby) და სათავგადასავლო-ფანტასტიკური ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt).
კინო ბავშვებისთვის — მულტფილმები „ნორმი და ურღვევები“ (Norm of the North) და „ზოოტოპია“ (Zootopia).
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!