თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბრიტანული კოლექტივი Morcheeba, ფრანგული დუეტი Air, ირლანდიელი სემსრულებელი დემიენ რაისი (Damien Rice), ამერიკელი გიტარისტი ვირტუოზი სტივენ ვაი (Steven Vai) – Tbilisi Open Air 2016-ის მთავარი ჰედლაინერები არიან, აცხადებენ ორგანიზატორები.
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air მიმდინარე წელს 29-დან 31ივლისამდე ლისის ტბის მახლობლად, ახალი იპოდრომის მიდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სცენაზე 40-ზე მეტ უცხოელ და ქართველ შემსულებელს შეკრიბავს.
გარდა ამისა ფესტივალის სხვა ჰედლაინერებს შორის არიან ბრიტანული და მუსიკალური U.N.K.L.E., დიჯეების შვეიცარული დუეტი Adriatique და როსტოვული ჯგუფი Motorama, რომლებიც ტვი-პოპსა და პოსტპანკს შეასრულებენ.
ქართველი მუსიკოსებიდან Tbilisi Open Air-ის სცენაზე გამოვლენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომლებიც საქართველოს ევროვიზია 2016-ზე წარადგენენ, ერეკლე დეისაძე, რობი კუხიანიძე და ქეთათო, ასევე ჯგუფები Kung Fu, Junkie Backwarmer და სხვები.
ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნებულია Tbilisi Open Air-ის Facebook გვერდზე.
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ დროის მანძილზე, მის სცენაზე ისეთი ცნობილი ვარსკვლავები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.
როგორც მანამდე, მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება დევიზით Music Breaks Free — მუსიკა ათავისუფლებს.