ვანდალებმა ბათუმში ახალი სკვერი გაანადგურეს

© Мэрия Батумиშინდისის გმირების სკვერი ბათუმში
შინდისის გმირების სკვერი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარკში განადგურებულია ნერგები, დაზიანებულია სკამები, ნაგვის ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბათუმში 11 აპრილს საზეიმო ვითარებაში გახსნილი შინდისის გმირების სახელობის სკვერი 12 აპრილს გამთენიისას ვანდალურად დაარბიეს. 

განადგურებულია ნარგავები, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ბათუმის მერიამ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

პარკის მშენებლობისათვის, რომელიც ოთხ ჰექტარს შეადგენს, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1 მილიონ 902 ათასი ლარი. იქ განლაგებულია 150 მაყურებელზე გათვლილი  სტადიონი, შშმ პირებისათვის ადაპტირებული ატრაქციონები და საზოგადოებრივი ტუალეტი პანდუსით. 

ახალ სკვერს შინდისის გმირების სახელი მიენიჭა იმ 17 ქართველი სამხედროს საპატივცემლოდ, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის დროს გმირულად დაიღუპნენ სოფელ შინდისთან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0