უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვში დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაში დამნაშავე დაასახელა

© Flickr / Peretz PartenskyPistol with ammunition
Pistol with ammunition - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის მკვლელობა საქართველოს სამხედრო პოლოციის დეპარტამენტის ექს-უფროსმა შეუკვეთა, ამტკიცებს სუს-ი.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ძებნაში მყოფი საქართველოს სამხედრო პოლოციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მოსკოვში გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაში დაადანაშაულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური დუმბაძე 2006-დან 2008 წლამდე საქართველოში სამშობლოს ღალატისათვის იხდიდა სასჯელს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე გაცვალეს და რუსეთში გადაიყვანეს. 2012 წლის მაისში დუმბაძე მოსკოვში უცნობებმა მოკლეს.

„რუსეთის ფედერაციაში შუამავლის მეშვეობით მეგის ქარდავა მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეკვეთილი მკვლელობა განახორციელა“,-ბრიფინგზე განაცხადა სუს-ის გამომძიებელმა სავლე მოტიაშვილმა.

ყველა ეს ადამიანი სასჯელს რუსეთში იხდის, შუამავალი კი საქართველოში.

2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა.  სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რომელიც ასევე წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0