თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი მი-28Н სირიაში ჩამოვარდა, ორი მფრინავი დაიღუპა, აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურისა და ინფორმაციის სამმართველოს განცხადებაში.
შემთხვევა 11-12 აპრილის ღამეს სირიის ქალაქ ჰომსის რაიონში მოხდა.
„ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისას დაღუპული მფრინავების ცხედრები ევაკუირებული და ჰმეიმის ავიაბაზაზეა გადაყვანილი. ჩამოვარდნის ადგილიდან მოხსენების თანახმად, ვერტმფრენზე გახსნილი ცეცხლის კვალი არ აღინიშნება“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამჟამად ადგილზე, შემთხვევის გამოძიების მიზნით, სპეციალისტები მუშაობენ.
რუსეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელება 2015 წლის 30 სექტემბრიდან დაიწყო. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ამა წლის 15 მარტიდან რუსეთმა სირიიდან დაჯგუფებების გამოყვანა დაიწყო.