კოსმონავტიკის დღე ყოველი წლის 12 აპრილს აღინიშნება. იხილეთ საარქივო ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გაფრინდა კოსმოსში იური გაგარინი 55 წლის წინ პირველად კაცობრიობის ისტორიაში.
კოსმონავტიკის დღის აღსანიშნავად, ადამიანის კოსმოსში გაფრენის 55–ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის დედაქალაქი რაკეტა „ვოსტოკის“ გამოსახულებიანი ბილბორდებითა და 150 თემატური პლაკატით მორთეს. წლევანდელი ზეიმის ლოგოტიპი თავად იური გაგარინია — ცნობილი ღიმილითა და ფრთიანი შეძახილით „წავედით!“