თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებს ბინის კარის შემტვრევა მოუხდათ, სადაც ორი მიცვალებული დახვდათ, თუმცა ვინ გამოიძახა ისინი უცნობია.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა გოგონა და შუახნის მამაკაცი თბილისში საბურთალოს რაიონში მდებარე ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გარდაიცვალნენ, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

მაშველებს ბინის კარის შემტვრევა მოუხდათ, სადაც მათ ახალგაზრდა გოგონას და  მამაკაცის გვამები აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე მაშველთა სამსახური ვინ გამოიძახა რადიოსადგური არ ასახელებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის მუხლით „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, რამაც  სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია“, რაც 5 წლამდე ან  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0