Sputnik-მა გზამკვლევი „გასეირნება ტფილისში“ ჩაუშვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ჩანახატებისა და ფოტოლენტის საშუალებით მოგითხრობთ ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, თბილისის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადგილებზე, იმ ისტორიულ პიროვნებებზე, რომლებიც ბედისწერამ ამ ქალაქს დააკავშირა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ ყოველკვირეული ქალაქური პროექტი „გასეირნება ტფილისში“ ჩაუშვა.

პროექტი ჩანახატებისა და ფოტოლენტის საშუალებით მოგითხრობთ ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, თბილისის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადგილებზე, იმ ისტორიულ პიროვნებებზე, რომლებიც ბედისწერამ ამ ქალაქს დააკავშირა. „გასეირნება ტფილისში“ მკითხველს კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე სასახლის ისტორია წარმოუდგინა, რომელიც პრინცმა ოლდენბურგმა თავისი შეყვარებულისთვის აგრაფინა ჯაფარიძისთვის ააშენა; თბილისელი ცნობილი ფოტოგრაფების დინასტიის —მნჯოიანებისა და მათი ასწლიანი ისტორიის მქონე ფოტოატელიის შესახებ; მსოფლიოში ცნობილი ლაღიძის ლიმონათებისა და მისი დამაარსებლის მიტროფანე ლაღიძის შესახებ, რომელმაც ХХ საუკუნეში რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნა.

„პროექტს „გასეირნება ტფილისში“ საფუძვლად დაედო ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი მისამართები და მარშრუტები,  რომლებიც,  „Sputnik საქართველოს“ რედაქციის აზრით, ჩვენი ქვეყნის  ისტორიასა და სულს ინახავენ“, — აღნიშნა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ. 

პროექტის უახლოეს გეგმებშია  — საქართველოს დედაქალაქის ყველაზე კოლოტირულ ადგილებში, გოგირდის აბანოების უბანში გასეირნება, სასტუმრო „ლონდონის“ ინტერიერის დათვალიერება, რომელშიც თავის დროზე ნორვეგიელი მწერალი კნუტ გამსუნი გაჩერდა.  „ტფილისში გასეირნება“ ასევე მოიაზრებს უცნობ ისტორიებს თბილისელი მეცენატის — მიხეილ არამიანცისა და ცნობილი „არამიანცის საავადმყოფოს“ შესახებ, რომელიც ХХ საუკუნის დასაწყისში არამიანცის სახსრებით აშენდა.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0