რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Rustavi International Motorpark მოტო დრაგ-რეისინგში "კავკასიის თასი 2016"-ის ყოველწლიური შეჯიბრის ახალი სეზონი დაიწყო. Sputnik-ი შეჯიბრის დაწყების ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
"კავკასიის თასი 2016"-ზე მოტო დრაგ-რეისინგში შეჯიბრებამ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე აიღო სტარტი.
დრაგ-რეისინგი — რბოლის სახეობაა, როდესაც შეჯიბრი სისწრაფეზე 402-მეტრიან სწორ მონაკვეთზე სრულდება.
როგორც შეჯიბრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებული კლიმატი წელიწადში 10 თვის განმავლობაში შეჯიბრის გამართვის საშუალებას იძლევა და ამიტომ სპორტის ეს სახეობა უნდა განვითარდეს უცხოელი სპორტსმენების მოსაზიდად.