მოსკოვის კურსკის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშიკურსკის სადგური
კურსკის სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანონიმმა კურსკის სადგურის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე ტელეფონით განაცხადა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დაახლოებით 600 მგზავრია ევაკუირებული მოსკოვის ცენტრში მდებარე კურსკის სადგურის შენობიდან მას შემდეგ, რაც ანონიმმა პირმა ტელეფონით დარეკა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი" დედაქალაქის საგანგებო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით.

"ზარი აფეთქების საშიშროების შესახებ 13:14 საათზე შემოვიდა. სადგურიდან მგზავრები, დაახლოებით 600 კაცი, სრულად არიან ევაკუირებული", – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

 

ყველა ახალი ამბავი
0