მოსკოვი შვეიცარიას საქართველოში რუსეთის საკონსულოს შტატის გაზრდას სთხოვს

© photo: Sputnik / Denis Aslanovძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბოლო დროს ვიზებზე მიმართვების რიცხვი გაიზარდა, რის გამოც რუსეთის საკონსულოს თანამშრომლების შტატის გაზრდის საჭიროება გაჩნდა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. რუსეთის ვიზებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართვების რიცხვი იზრდება, რის გამოც მოსკოვი შვეიცარიას თბილისში რუსეთის საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას სთხოვს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 2008 წლის ბოლოდან მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოებში რუსული და ქართული ინტერესების სექციები მოქმედებს.

„ვიზებზე მიმართვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ამიტომ შვეიცარიელი კოლეგების მხრიდან ხელშეწყობის მიღება გვინდა იმაში, რომ თბილისში ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების შტატი ორი ერთეულით გაიზარდოს“, — განაცხადა ლავროვმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან მოლაპარაკებების შედეგების დასვნით პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთი ტურისტულის გარდა ვიზების კატეგორიების აბსოლუტურ უმეტესობას გასცემს, მათ შორის არანათესავების მოწვევითაც.

ყველა ახალი ამბავი
0