თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ლაშა შ., რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლისძმაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Newposts.ge.
დაკავებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნათესაურ კავშირს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულია ლაშა შ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ შს სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის თამთა კოკელაძის სიტყვებს.
გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის აგვისტოდან იკავებს. მანამდე ის პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტებსა და ქვედანაყოფებში მუშაობდა.
გამეზარდაშვილი საქართველოს შსს-ს ორგანოებში 1989 წლიდან საქმიანობს.