თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. რომის პაპის საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი ვიზიტი საქართველოს ცნობადობის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიმართულებით“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთოების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უფრო ადრე წმინდა ტახტის ბეჭდვითმა ორგანომ განაცხადა, რომ რომის პაპი ფრანცისკე სომხეთს 24-26 ივნისს ეწვევა, ხოლო კავკასიურ ტურნეს კი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში დაასრულებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და აზერბაიჯანს მოინახულებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პონტიფიკოსი სომხეთში სრულიად სომხეთის კათალიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის, სომხეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მიწვევით ჩაბრძანდება. თავის მხრივ, რომის პაპის მოგზაურობა საქართველოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლებების მიწვევით მოინახულებს.