თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს, იუწყება კვირას, 10 აპრილს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4804 საბრძოლო ვაზნა, 400 გრამი ტროტილი, ტროტილის 2 ელექტროდეტონატორი, 42 ხელყუმბარა, 4 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი რევოლვერი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 3 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი და სხვა.
საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეები, რომლებიც იარაღსა და საბრძოლო მასალას ნებაყოფლობით აბარებენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.