თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის („გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
შეზღუდვები დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეეხება. ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ.“
საავტომობილო მოძრაობის შეძღუდვა ძალაში 20 დღის განმავლობაში იქნება.