თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რომის პაპი ფრანცისკე სომხეთს 24-26 ივნისს ეწვევა, ხოლო კავკასიურ ტურნეს კი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში დაასრულებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და აზერბაიჯანს მოინახულებს, იუწყება წმინდა ტახტის ბეჭდვითი ორგანო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პონტიფიკოსი სომხეთში სრულიად სომხეთის კათალიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის, სომხეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მიწვევით ჩაბრძანდება. თავის მხრივ, რომის პაპის მოგზაურობა საქართველოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლებების მიწვევით მოინახულებს.