თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პაკისტანის დასავლეთით მდებარე პროვინცია ბელუჯისტანში დაახლოებით 34 ბოევიკი ლიკვიდირებულია, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Dunya News-ზე დაყრდნობით.
შეიარაღებული ძალებმა ბოევიკების ლიკვიდაციისათვის ოპერაცია ქალაქ კალატში ჩაატარეს. საომარი მოქმედებების დროს ასევე დაიღუპა აკრძალული დაჯგუფება აბდულ ნაბი ბანგალზაის ერთ-ერთი მეთაური.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია სამი დღე გრძელდებოდა. ტერორისტების ბანაკში აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიცია და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
გარდა ტერორისტებისა, შეტაკებების დროს ერთი პაკისტანელი მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო ორმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.