მოსკოვში ბელა ახმადულინასა და საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

© photo: Sputnik / Василий Малышев / გადასვლა მედიაბანკშიბელა ახმადულინა
ბელა ახმადულინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მწერალი, მთარგმნელი და სცენარისტი ალექსანდრე ებანოიძე, კინოპროდიუსერი არჩილ გელოვანი, რუსი სცენოგრაფი და თეატრალური მხატვარი ბორის მესერერი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და მწერალი იური როსტი, მევიოლინე მიხეილ ჩერვინსკი.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და გამოჩენილი რუსი პოეტის ბელა ახმადულინასადმი მიძღვნილი საღამო მოსკოვში 2016 წლის 12 აპრილს გაიმართება, იუწყება რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირი.

ღონისძიება სახელწოდებით „მიწისა და სიყვარულის სახელი — საქართველო“ კინემატოგრაფისტთა ცენტრალური სახლის დიდ დარბაზში გაიმართება.

მსმენელის წინაშე წარდგება ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ლომისი“. ბელა ახმადულინას ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ლარისა ნოვოსელცევა შეასრულებს. მომღერალი ასევე წარმოადგენს თავის ორ  CD-ალბომს — „ჩემი საქართველო“ და „სიზმრები საქართველოზე“. 

მგზავრები - Sputnik საქართველო
"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში

ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე რეხვიაშვილი სტუმრებს თავისი ფილმის „მწვანე მდელოს“ შესახებ მოუთხრობს. სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს გადაღებულ ამ ფილმში ლექსს კადრს მიღმა ბელა ახმადულინა კითხულობს.

საღამოში მონაწილეობას ასევე მიიღებენ მწერალი, მთარგმნელი და სცენარისტი ალექსანდრე ებანოიძე, კინოპროდიუსერი არჩილ გელოვანი, რუსი სცენოგრაფი და თეატრალური მხატვარი ბორის მესერერი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და მწერალი იური როსტი, მევიოლინე მიხეილ ჩერვინსკი.

ღონისძიება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ვასილევსკაიას ქუჩა, #13.


ყველა ახალი ამბავი
0