განსაკუთრებით ძებნილ დამნაშავეთა სიაში შესული ერთადერთი ქალი მექსიკაში დააკავეს

გამოწერა
ბრენდა დელგატო მეცხრე ქალია გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ 1950 წელს შექმნილ განსაკუთრებით ძებნილი დამნაშავეების სიაში. მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 100 ათასი აშშ დოლარის ჯილდო იყო დაწესებული.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მექსიკის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრენდა დელგატო დააკავა, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განსაკუთრებით ძებნილ დამნაშავეთა სიის ათეულშია  შესული, იუწყება სააგენტი „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია CNN-ზე დაყრდნობით.

პროკურატურის მონაცემებით, დელგატო თავისი ყოფილი შეყვარებულის მეგობარი ქალის მკვლელობის ორგანიზატორია. მკვლელობის შემდეგ, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ დალასში 2 სექტემბერს მოხდა, დელგატომ მიმალვა მოახერხა, სამართალდამცველებმა კი დაადგინეს, რომ ის მექსიკაში გაიქცა.

33 წლის ეჭვმიტანილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ფედერალურმა ბიურომ მისი მონაცემები და ფოტო განსაკუთრებით ძებნილი დამნაშავეების სიაში გამოაქვეყნა, აღნიშნავს ტელეკომპანია.

„მიუხედავად იმისა, რომ მას სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს, სწორედ მასზეა პასუხისმგებლობა ამ მკვლელობისთვის, რომლის განსახორციელებლად ის შესაფერის მომენტს ელოდა“, — განაცხადა დალასში ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა ტომას კლასმა. 

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განსაკუთრებით ძებნილი დამნაშავეების სია პირველად 1950 წელს შეადგინა. დელგატო ამ სიაში მეცხრე ადგილზე იყო და ის ერთადერთი ქალია ტოპ-ათეულში, აღნიშნავს ტელეკომპანია.


ყველა ახალი ამბავი
0