თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მესამე დივიზიონის გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და მეხიკოში ვერ წავა, სადაც მეორე დივიზიონის გუნდებს შორის მატჩები გაიმართება, იუწყება ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ტურნირზე, რომელიც თურქეთში ჩატარდა, საქართველოს ნაკრები მხოლოდ მასპინძლებთან დამარცხდა (4:5) და სხვა ოთხი შეხვედრა მოიგო. კერძოდ, ქართულმა ნაკრებმა სძლია ბოსნია და ჰერცოგოვინას (8:0), სამხრეთ აფრიკის გუნდს (6:5), ლუქსემბურგისა (5:0) და ჰონგ-კონგის (14:3) გუნდებს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ჰოკეისტი ბორის კოჩკინი გახდა. ფორვარდის ანგარიშზეა 10 შეგდებული შაიბა და ცხრა შედეგიანი გადაცემა.
მექსიკის დედაქალაქში ტურნირის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გაემგზავრება, სადაც 9-დან 16 აპრილის ჩათვლით ყინულის სასახლეში მეორე დივიზიონის გუნდებს შორის „В“ ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.