თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „ქაირათთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
47 წლის ქართველ სპეციალისტსა და ყაზახეთის გუნდს შორის შეთანხმება სეზონის ბოლომდე გათვლილი. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ამ თანამდებობაზე ცხადაძემ ალექსანდრ ბოროდიუკი შეცვალა.
ბოროდიუკამდე, ორი სეზონის განმავლობაში „ქაირათს“ ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა, რომელიც თებერვალში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ეროვნული პირველობის სასტარტო სამი ტურის შემდეგ „ქაირათმა“ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და მეცხრე ადგილის იკავებს.
ცხადაძის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. ამის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა თბილისის „დინამოს“, „სიონს“, ბაქოს „სტანდარტსა“ და „ინტერს“. მწვრთნელის რანგში კახა ცხადაძე საქართველოს ორგზის ჩემპიონი და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ოქროს მფლობელია.