„ჯეიშ ალ–ისლამმა“ ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება აღიარა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიალეპოს გარეუბანი
ალეპოს გარეუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალეპოში ქურთ მეამბოხეებთან შეტაკებებისას „ჯეიშ ალ–ისლამმა“ აკრძალული იარაღი გამოიყენა, ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. "ჯეიშ ალ-ისლამი" ალეპოში ქურთ მეამბოხეებთან შეტაკებებში აკრძალული იარაღის გამოყენებას აღიარებს, ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

„ალეპოში შეტაკებებისას „ჯეის ალ–ისლამის ერთ–ერთმა ბრიგადის გენერალმა ამ ტიპის დაპირისპირებებში აკრძალული იარაღი გამოიყენა“, — ასეთ განცხადებას ავრცელებს დაჯგუფება და იქვე ირწმუნება, რომ ბრიგადის გენერალი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა და სასჯელიც მიესაჯა.

„ამგვარი რამ ეწინააღმდეგება „ჯეის ალ–ისლამის“ წესდებას“, — აზუსტებს "ჯეიშ ალ-ისლამი".

სახალხო ლაშქრის მებრძოლებმა ქიმიური იარაღის ორი საწყობი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ შეტევებს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების კუთხით იძიებენ

მანამდე სირიელი ქურთების ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეიზან ჰედუმ დაუდასტურა Sputnik–ს, რომ ოთხშაბათს ალეპოში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ განხორციელებული სროლების შემდეგ, მშვიდობიან მოქალაქეთა და ქურთ მეამბოხეთა შორის გაზით მოწამვლის შემთხვევები შეინიშნებოდა.

„წითელი ნახევარმთვარის“ ერთ–ერთმა ექიმმა ასევე დაადასტურა, რომ ოთხ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ჰედუს განცხადებით, დაშავებულთაგან ზოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია და „წითელი ჯვრის“ ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ყველა ახალი ამბავი
0