თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქართული მხარე მზადაა დაეხმაროს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას ტყეში წარმოქმნილი ხანძრის ჩაქრობაში, იუწყება ხუთშაბათს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გორის რაიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
ფოთლოვანი ტყე ცხინვალის რეგიონში ოთხშაბათის ღამის შემდეგ იწვის. ეს ტყე სოფლებს წინაგარასა და გდულეთს შორისაა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება.
„დახმარების თხოვნა არ მიგვიღია, მაგრამ მზად ვართ დავეხმაროთ ხანძრის ჩაქრობაში“, — ციტირებს სააგენტო გორის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნათია მდინარაძეს.