თბილისის სასამართლოს ეზოში ჩხუბი მოხდა

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის -„თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობას“ წარმომადგენლები დააკავა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იჩხუბეს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ეზოში ჩხუბის შემდეგ ორი მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციის —„თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობას“ წარმომადგენლები დააკავეს, იუწყება „რუსთავი2“.

ინციდენტი სასამართლო სხდომის შემდეგ მოხდა, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში  გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნასლისტ ზაზა დავითაია  და „თავისუფალი თაობის“ წევრებს ერთი მხრიდან და „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ჩხუბთან იყო დაკავშირებული. 

„დაკავებულები ორივე მხრიდან არიან. „თავისუფალი ზონიდან“ სამი ადამიანია დაკავებული — ლაშა რუხაია, ფარნაოზ ჭკადუა და ზურაბ ბერიაშვილი. ისინი ახლა იზოლატორში იმყოფებიან“,-ციტირებს „თავისუფალი ზონის“ საბჭოს თავჯდომარის გელა ვასაძის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

საქართველოს შს სამინისტროში დაკავების ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ რამდენი ადამიანია დაკავებული და რომელი მუხლით, არ დაუზუსტებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0