1980 წლიდან მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Асатур Есаянцინსულინი
ინსულინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიაბეტით დაავადების რიცხვის ზრდა ცვლილებებთან არის დაკავშირებული, რომლებიც კვებას, ადამიანების ფიზიკურ აქტიურობასა და ცხოვრების წესს ეხება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 2014 წლისათვის მსოფლიოში მოზრდილთა შორის დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობამ 422 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც 1980 წლის დაავადების სტატისტიკას თითქმის ოთხჯერ აღემატება, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი გლობალური ანგარიში დაავადების შესახებ.

„2014 წელს მსოფლიოში 422 მლნ ადამიანი დიაბეტით ცხოვრობდა. შედარებისათვის, 1980 წელს დაავადებულთა რიცხვი 108 მლნ ადამიანს შეადგენდა“,-ციტირებს ანგარტიშიდან ამონარიდს სააგენტო ფრანსპრესი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცვლილებებთან არის დაკავშირებული, რომლებიც „კვებას, ზოგადად ადამიანების ფიზიკურ აქტიურობასა და ცხოვრების წესს ეხება“.

ყველა ახალი ამბავი
0