სომხეთის ელჩის დაუჯერებელი თავგადასავლები საქართველოში

© Facebook profile ოვანეს მანუკიანი
ოვანეს მანუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა 2011–2014 წლებში ოვანეს მანუკიანმა რადიო „Sputnik სომხეთის“ ეთერში საქართველოში დიპლომატიური მისიის პერიოდში მომხდარ კურიოზებზე ისაუბრა.

ლაურა სარქისიანი, „Sputnik სომხეთი“

საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ გამუდმებული და ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს ქართველებთან: ვინ უფრო ჭკვიანია, ვისი იუმორი უფრო სხარტია, ვის უფრო გემრიელი სამზარეულო აქვს, ვისი ფილმებია უკეთესი და ასე შემდეგ. ერთხელ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოვხვდი სუფრაზე. საუბარში გავიხსენე, რომ ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა დმანისში უძველესი ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც პლანეტის უპირველესი ადამიანის ჩონჩხად შერაცხეს. სამეცნიერო სახელიც კი მისცეს — „პირველი დმანისელი“.

"პრეზიდენტს ხუმრობით ვკითხე, რამე თუ იცით ამ აღმოჩენის შესახებ–მეთქი. ბუნებრივია, სააკაშვილი უცბად მიხვდა, საითაც მიმყავდა საუბარი და მიპასუხა: „მას შემდეგ, რაც სომხებმა განაცხადეს, პლანეტაზე პირველად ღვინო სომხეთში დაიწურაო, სხვა რა უნდა გვექნა? ავდექით და გამოვაცხადეთ, რომ პირველი ადამიანი დედამიწაზე ქართველი იყო“.

ძალიან საინტერესო გამოდგა ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან. შეხვედრისთვის წინდაწინ მოვემზადე და შევეცადე, კარგად გამეცნო ეს ადამიანი. დამხვდა ჩუმი ღვთისმსახური, რომელიც მომესალმა და მერე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მდუმარედ ისმენდა ჩემს საუბარს სხვადასხვა თემაზე. 

სიმართლე გითხრათ, ისიც კი მომეჩვენა, რომ სანამ მე ვლაპარაკობდი, პატრიარქი თვლემდა. მონოლოგი დავასრულე, ვიფიქრე, შეხვედრა ამით დასრულდა–მეთქი, რომ უცბად პატრიარქმა თავი ასწია და სულ ორი–სამი წინადადება წარმოთქვა, რითაც ყველა ჩემს შეკითხვას გასცა პასუხი. გავოგნდი. როგორც აღმოჩნდა, ის არა თუ მისმენდა, არამედ კიდეც აანალიზებდა ჩემს ნათქვამს. მიუხედავად ასაკისა, საქართველოს პატრიარქს ნათელი გონება აქვს და ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას. ილია მეორე აქამდე რჩება საკმაოდ გავლენიან და მნიშვნელოვან პერსონად არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ყველა ახალი ამბავი
0