ლუკა კურტანიძე: კოალიციის დაშლა იყო სწორი, გაანალიზებული გადაწყვეტილება. თავის დროზე კოალიციის შექმნა იყო მიმართული რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა კი არ დგას აუცილებლობა, დიდი კოალიციური გაერთიანება მოხდეს.ყველა პოლიტიკურ ძალას, პარლამენტს გარეთ და შიგნით, ყველას უნდა მეიცეს თანაბარი საშუალება, საზოგადოების წინაშეგამოსცადოს საკუთარ შესაძლებლობები. კოალიციის დაშლა „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებაა, სწორი ხედვაა… დღეს ნამდვილადაღარ არსებობსკოალიციური მონსტრების არსებობის საჭიროება. ახლა უფრო მშვიდი პროცესი მიმდინარეობს. პარტიები მიიღებენ დამოუკიდბელად მონაწილოებას არჩევნებში და საპარლამენტო ცხოვრება გვექნება მშვიდი და არა ისეთი რადიკალური, როგორიც იყო წლების განმავლობაში. იქნება საკითხებზე ჯანსაღი მსჯელობა, კამათი და არა კონფლიქტში გადაზრდილი დაპირისპირება. ახლა ის ეტაპია, როცა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური პაექრობის კულტურა ფუძნდება და საძირკველს იყრის. ასე, რომ ჩემი აზრით, კოალიციის დაშლა იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი ხელისუფლების გამარჯვება.
- დაშლილი კოალიციის პირობებში ხომ არ არსებობს უმრავლელსობის ჩამოშლის ალბათობაც?
— „ფორუმმა“ დატოვა უმრავლესობა, მაგრამ რესპუბლიკელები და კონსერვატორები ამას არ აპირებენ. მათ თქვეს, რომ პასუხისმგებლობა აიღეს 2012 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე. ვფიქრობ, ეს მიდგომა შენარჩუნდება. პატივს ვცემ თითოეული პარტიის ღირსეულ გადაწყვეტილებას.
- რესპუბლიკური პარტიის გასვლა კოალიციიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგზე როგორ აისახება?
— ვფიქრობ, ის სეგმენტი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა აღებული, წარმატებით შეასრულა. ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სასიკეთო რამ. ამ ყველაფერში რესპუბლიკურმა პარტიამ დიდი წვლილი შეიტანა. ეს არ უნდა დავივიწყოთ. შესაძლებელია, ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ისეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რომელიც დაგვავიწყებს იმ ერთობას, რომელმაც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. პატივი ვცეთ წარსულს…
- ვის მიიჩნევთ „ქართული ოცნების“ ყველაზე ძლიერ კონკურენტად მომავალ არჩევნებში?
— არ ვიცი, თუმცა მიმაჩნია, რომ არჩევნებში ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა. როცა ბრძოლაში შედიხარ, იმედი გაქვს გამარჯვების. თითოეულ პოლიტიკურ პარტიას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ, „ქართული ოცნება“ მზად ვართ პაექრობისთვის.
თენგიზ ჩოჩუა