კანონპროექტი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომა არ მოუწევს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივის თანახმად, ყველა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრი, ვინც სიაშია შეყვანილი, გარდა პრემიერ-მინისტრისა, საქართველოს ცესკოში პარტიული საარჩევნო სიის შეტანის მეორე დღესვე უნდა გადადგეს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა პრემიერ-მინისტრისთვის თანამდებობიდან გადადგომის გარეშე პარლამენტში კენჭისყრის უფლების მინიჭების შესახებ.

როგორც ცნობილია, სწორედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ჩაუდგება სათავეში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

საარჩევნო კოდექსში შესწორებების თანახმად, ყველა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრი, ვინც სიაშია შეყვანილი, გარდა პრემიერ-მინისტრისა, საქართველოს ცესკოში პარტიული საარჩევნო სიის შეტანის მეორე დღესვე უნდა გადადგეს.

კანონპროექტი, სავარაუდოდ, 2016 წლის 28 აპრილამდე უნდა მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0