სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები სხვა პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლობა კოალიციის ან სხვა შეთანხმების საფუძველზე გამორიცხული არაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე საპარლამენტო არჩევნებზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„გირჩის“ შემადგენლობაში, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები შედიან. მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, შესაძლოა, კოალიცია შექმნას.

„თუ არსებული ვითარება ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეს გამოავლენს, რომლის იდეებსა და ხედვებს გავიზიარებთ, და საერთო პლატფორმა გვექნება, თანამშრომლობა კოალიციის ან სხვა შეთანხმების დონეზე გამორიცხული არაა. თუმცა, დღევანდელი დღის მდგომარეობით „გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის“, — განაცხადა ხაჩიძემ ტელეარხ „იბერიის“ ეთერში.

ხაჩიძის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები — პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე საპარლამენტო არჩევნებში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ „ნაცმოძრაობა“ 2015 წლის 25 მაისს დატოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0